ძირითადი დასკვნები:

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმეტესობაში კენჭისყრის პროცესი ორგანიზებულად და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით წარიმართა.

ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საარჩევნო ყუთთან საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღის ძირითად პრობლემატურ ტენდენციებად გამოიკვეთა ხარვეზები გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში, უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა და მცირედი პროცედურული დარღვევები უბნების გახსნის და დახურვის დროს.

სამი საარჩევნო ოლქის 60 უბნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ამომრჩევლებს თითქმის ყოველთვის სთხოვდნენ ხმის მიცემისათვის აუცილებელ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ხმის მიცემა ძირითადად ხდებოდა სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

განსაზღვრული წესისამებრ,მარკირების შემოწმება ხდებოდა უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ხოლო სპეციალური სითხის მეშვეობით მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ 58 უბანზე, გამონაკლისს წარმოადგენდა ორი უბანი, სადაც სამ ადამიანს არ გაუკეთდა მარკირება. უმეტეს შემთხვევაში, უბნებზე ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით.

არ დაფიქსირებულა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. „სამართლიანი არჩევნების“ინფორმაციით საარჩევნო უბნებზე ადგილი არ ჰქონდა ზეწოლისა თუ მუქარის ფაქტებს. ჩვენი დამკვირვებლების მიერ გადამოწმების შედეგად, ვერც დადასტურდა,თუმცა ვერც უარყოფილი იქნა გავრცელებული ინფორმაცია ბაღდათის #10 საარჩევნო უბანთანდაკავშირებით პოლიციის უფროსის კომისიის წევრებთან კომუნიკაციის თაობაზე.

ჩვენი დაკვირვებით, საარჩევნო სუბიექტებიდან, საუბნო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცესს ძირითადად აკვირდებოდნენ წარმომადგენლები კოალიცია ქართული ოცნებიდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ხოლო ნაძალადევის ოლქში, ასევე, ლეიბორისტული პარტიიდან.

დარღვევები

ამ დროისათვის, „სამართლიანიარჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციებში სულ შეტანილია 12 საჩივარ-განცხადება, მათგან: 6 – საუბნო საარჩევნო კომისიებში, 5 – საოლქო საარჩევნო კომისიებში და 1 – ცესკოში. ნაკლებად მნიშვნელოვან პროცედურულდ არღვევებთან დაკავშირებით 6 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პასხისმგებლობის მოთხოვნით ორ-ორი საჩივარიწარედგინათ სამტრედიისა და ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიებს. ორი განცხადება რეკომენდაციის მიზნით წარედგინათ ბაღდათისა და სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომელიც უბნებზე კანდიდატთა სიების ნიმუშის სახით განთავსებას ეხებოდა. აღნიშნულის მიზეზი ისგარემოება გახდა, რომ უბნებზე განთავსებული ნიმუშები აგიტაციის ნიშნებს შეიცავდა.ერთი განცხადება წარედგინა ცეტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ეხებოდაარაუფლებამოსილი პირების მიერ დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო უბანზე ყოფნას.

16:00 საათიდან ხმების დათვლამდე „სამართლიანმა არჩევნებმა“დააფიქსირა შემდეგი დარღვევები:

· ნაძალადევის#3 საუბნო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა ამომრჩეველთასიაში სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხელმოწერის ფაქტი.

· სამტრედიის#28 უბანზე სათანადო დოკუმენტაციის გარეშე ხმის მიცემისერთი შემთხვევა.

· ნაძალადევის#99 უბანზე საარჩევნო ყუთის გახსნამდე საარჩევნო პროცედურებისდარღვევის ფაქტი.

ყველააღნიშნულ ფაქტზე დაიწერა შესაბამისი საჩივარი.

კომენტარები