საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია “ნაციონალების” წევრმა მაგდა მენაბდემ, რომელიც კომისიას ხელმძღავნელობს, განმარტა, რომ ამ დროისთვის საკრებულოს 100 -ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან 47 მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს.

მისი თქმით, დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, კომისიის მუშაობის შემდეგი ეტაპი მოქალქეებთან გასაუბრებას, ინტერვიუს პროცესს გულისხმობს, რისთვისაც მან 1-თვიანი ვადა ითხოვა.

საქმე ეხება 2010-2012 წლებში, ფოთში, ყოფილი მერის, ამჟამად, პარლამენტის წევრის, ვახტანგ ლემონჯავას სიტყვიერი ბრძანებითი, იურიდიული დოკმენტაციის გარეშე დანგრეულ 3 ათასამდე ავტოფარეხს, რომელთაგან, ოფიციალური ინფორმაციით, 276 კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ნგრევისას, მოქალაქეებზე ადგილი ქონდა მუქარას, ზეწოლასა და შანტაჟს. ხელისულებას კომპენსაცია არცერთ შემთხვევაში არ გაუცია.

არაერთი მიმართვისა და ოფიციალური განცხადების მიუხედავად, ფოთის საკრებულომ ავტოფარეხების საკითხის შესწავლა, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო. საკითხი საკრებულოს იურიდიულ სამანდატო კომისიას უნდა შესწავლა, რომელსაც შესაბამისი დასკვა 6-თვიანი მუშაობის შემდეგაც არ დაუდია. საკრებულოს წევრების შემადგენლობით, ახალი კომისია შეიქმნა, რომელსაც მუშაობის ვადა 2-ჯერ გაუხანგრძლივდა.

გასული წლის დეკემბერში, ინტერნეტგამოცემა TSpress -ის ორგანიზებით, პროექტის – “მოქალაქეები საკუთრების უფლების დასაცავად!”-ფარგლებში, რომელიც G-PAC-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, მოსახლეობამ საკრებულოს პეტიციის წესით მიმართა. მოსახლეობა უახლოეს სხდომაზე, ზარალის სანაცვლო კომპენსაციების საკითხის განხილვას მოითხოვდა. მას შემდეგ ბევრი სხდომა გაიმართა, თუმცა საკრებულოს მოქალაქეთა პროექტი არ განუხილავს და საკითხის შესწავლა კვლავ ძველ კომისიას დაავალა, რომელთა წევრებიც, მერის მიერ ავტოფარეხების ნგრევის უკანონო ფაქტებს, თავის დროზე, მხარს უჭერდნენ და ამართლებდნენ.

წინასაარჩევნო პერიოდში, დანგრეული ავტოფარეხების სანაცვლოდ დაზარალებულებს კომპენსაციას, “ნაციონალური მოძრაობაც” და “ქართული ოცნებაც” პირდებოდა.

ქალაქის ამჟამინდელი მერის, დავით სარსანიას განცხადებით, მიმდინარე წელს, ბიუჯეტის სიმცირის გამო, საკომპენსაციო თანხის მოძიება ვერ მოხერხდება.

ამავე თემაზე:

“ქართული ოცნება” დაზარალებულ ფოთელ მესაკუთრეებს დანაპირებს არ უსრულებს

დაზარალებული მესაკუთრეები კომპენსაციას ითხოვენ [Video]

პრეზიდენტი – პროკურორის ავტოფარეხის აღების გამო, ლემონჯავას დაჭერით ემუქრებიან

ფოთის საკრებულო მოსახლეობის პეტიციაზე ისევ არ რეაგირებს

ფოთის „განვითრების გეგმა“ – იძულებით და შანტაჟით ხელყოფილი საკუთრებები

ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა

კომენტარები