ფოთის ბიუჯეტიში გათვალისწინებული და დაგეგმილი ყველა სამშენებლო–ინფრასტრუქტურული სამუშაო შეჩერებულია. მიზეზად ხელისუფლება საპროექტო სამუშაოებზე მუშაობას ასახელებს, “ნაციონალური მოძრაობა” კი თანხის არარსებობაზე საუბრობს. მოთხოვნილი 18 მლნ ლარიდან პირველ კვარტალში ფოთის მერიამ 3 მლნ მიზნობრივი ლარი მხოლოდ თეატრის მშენებლობისთვის მიიღო.

2013 წლის ბიუჯეტის თანახმად, ??ობიექტების მშენებლობა და მრავალსართულიანი ბინების ფასადების, გზები, სანიაღვრე არხები და მოწყობაა დაგეგმილი. რისთვისაც ბიუჯეტის მიხედვით ??ლარია საჭირო.

უკვე 4 თვეა სამუშაოების დაწყებაზე საუბრობს მერია, თუმცა როდის დაიწყება და კონკრეტულად რა სახის სამუშაოები ისევ უცნობია.

ფოთის მერიამ სხვადასხვა სახის სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის??? რეგიონული განვითარების სამინისტროს 18 მლნ ლარის ოდენობის თანხა ითხოვა. მოგვიანებით სამინისტრომ სიტყვიერი თანხმობა 11მლნ ლარზე განაცხადა და პირველ კვარტალში 3მლნ 700 ათაი ლარი მიიღო.

ტრანსფერის საკითხზე ხელისუფლება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააკრიტიკეს.

ერთ– ერთი მათგანის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, 11 მლნ ლარის გამოყოფაც ოფიციალურად გადაწყვეტილი არაა. მან საკრებულოს ბიუჯეტით აღებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გაახსენა.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობით თვითმმართველობის დეცენტრალიზაციაზე საუაბრი არარელურია.

“საერთოდ თუ არ გააქრეს ორბიტიდან საქართველო, ისეთი განცხადებები კეთდება პრემიერისგან” – აღნიშნავს ცხვიტარია.

საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბაბილუას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და დარეჯან ცხვიტარია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე სამუშაოების პროექტირება ხდება, შემდგომ კი ტენდერის შედეგად გამოვლენილი ფირმა სამუშაოებასაც განახორციელებს.

ბაბილუას განცხადებით, ცენტარლურ ხელსიუფლებასთან ერთად ადგილობრივი შემოსავლების და ქონების გადასახადის ადგილზე დატოვების საკითხზე მუშაოენ.

“თუ ეს მოვახრეხეთ,ჩვენი ბიუჯეტი 50 მლნ ლარამდე გაიზრდება და ბევრი საქმის გაკეთებას შევძლებთ.”- აღნიშნავს ბაბილუა.

გასულ წელს ფოთის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან 15 მლნ ლარის ოდენობის ტრანსფერი მიიღო. თანხების ძირითადი ნაწილი ბოლო კვარტლებში გადმოირიცხა.

ფოთის მერად დანიშვნამდე, დავით სარსანია მოსახლეობას ბიუჯეტის 100მლნ – მდე გაზრდას და ათეულობით მლნ – ის ტრანსფერს პირდებოდა, რაშიც ფოთის მაჟორიტარის ეკა ბესელიას იმედი ქონდა.

“ბესელიას მაჟორიტარობა ფოთისთვის უნიკალური შემთხვევაა და ტრანსფერის მიღებისას, ამ პრიორიტეტს აუცილებლად გამოვიყენებ,”- განაცხადა TSpress – ის სტუდიურ გადაცემაში. სარსანიამ.

კომენტარები