საიას ინფორმაციით, გამოქვეყნებული მასალიდან შესაძლოა იკვეთებოდეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც შესაბამისი სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

საია მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოახდინონ ჯეროვანი რეაგირება.

:ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განმარტება არ იძლევა საქმის დეტალურად შეფასების საშუალებას. საია აგრძელებს აღნიშნული ფაქტების შესწავლას, ამასთანავე, გამოთქვამს მზადყოფნას შესაბამისი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აქციის დროს დაზარალებულ პირებს. საია იმედს იტოვებს, რომ მოცემული საქმეების სასამართლო წესით განხილვის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებები არ დაეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების ახსნა-განმარტებებს და სრულყოფილად იქნება გამოკვლეული ყველა მტკიცებულება”– აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურისტები განმარტავენ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული. ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე მშვიდობიანად შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

სახელმწიფომ არამხოლოდ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, არამედ თავი უნდა შეიკავოს არაგონივრული და არაპირდაპირი შეზღუდვების დაწესებისაგან აქციის მონაწილეების მიმართ.

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918″-ის აქტივისტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ფოტო ეკუთვნის ჟურნალ “ლიბერალს”

კომენტარები