“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცახდებით მნიშვნელოვანია დადგინდეს:

1. უქმნიდა თუ არა რეალურ დაბრკოლებას რუსთაველის გამზირზე მოძრავ ავტომანქანებს აქციის მონაწილეთა მსვლელობა,

2. ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,

3. ჰქონდა თუ არა ადგილი მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას საპატრულო პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებით,

4. რამდენად ადეკვატური სანქციები იყო გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შეიძლებოდა თუ არა სხვა უფრო მსუბუქი მეთოდების გამოყენება სიტუაციის დარეგულირების მიზნით.

“მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვა, თუმცა ამავდროულად ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა უზრუნველყონ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქალაქეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. საპტრულო პოლიციის თანამშრომლებს უნდა გააჩნდეთ მეტი თმენის ვალდებულება, მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს სიტუაციის ადეკვატური, ემსახურებოდეს ადგილზე მდგომარეობის განმუხტვას და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეეძლოთ მიემართათ იმგვარი ქმედებებისთვის, რაც არ გამოიწვევდა ადგილზე სიტუაციის გამწვავებას”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918″-ის აქტივისტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

კომენტარები