გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, მ.ბ. საქმის გადახედვისა და ხელახალი გამოძიების მოთხოვნით, მე- 14 დღეა შიმშილობს – აღნიშნულზე TSpress–ს პატიმრის დედამ განუცხადა. მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი შიმშილობა დაუშვებელია.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, უკვე რამდენიმე დღეა, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მთავარ პროკურორთ არჩილ კბილაშვილთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა მისივე განცხადებით, მას უწყებებში განუმარტეს, რომ მინისტრთან შეხვედრას 3 თვე, ხოლო პროკურორთან შეხვედრას 7 თვე სჭირდება. ხოლო სასჯელაღსრულების სამინიტროში უთხრეს, რომ ხელახალი გამოძიების დაწყება მათ კომპეტენციაში არ შედის და საქმის ხელახალ გამოძიებაზე გადაწყვეტილება პროკურატურამ ან სასამართლომ უნდა მიიღოს.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. დაკავების დღიდან, 1 წელიწადი და 9 თვეა ციხის საავადმყოფოში მკურნალობს, გაუკეთდა რამდენიმე ოპერაცია. შიმშილობით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება”- აცხადებს TSpress – თან საუბრისას პატიმრის დედა.

მისი თქმით, თუ ხელახალი გამოძიება ვერ მოხერხდა, ის სასჯელის გადავადებაზეც თანახმაა.

პატიმრის დედის თქმით, დაკავებული სასჯელს ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებით იხდის. მას 1– წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა, პატიმარი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

როგორც პატიმრის დედა აცხადებს, მის შვილს პოლიციამ”ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.”

ბულუხია ადამიანის უფლებათადამცველ ორგანიზაციებს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებას თხოვს.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში განმარტავენ, ციხის ადმინისტრაციისთვის ცნობილია, რომ პატიმარი ბულუხია მეცხრე დღეა, რაც პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

სამინისტროს ცნობით, პატიმარს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მას ჩაუტარდა გამოკვლევები და სათანადო მედიკამენტებსაც იღებს.

კომენტარები