რომან ალასანიას განცხადებით, შესაბამისი რეაგირებისა და საქმის გამოძიების მოთხოვნით, მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას, დაახლოებით 10-ჯერ შეხვდა, თუმცა უშედეგოდ.

“ძალიან უკმაყოფილო ვარ. თუ რაიმე ზომები არ მიიღეს, კარს ავუჭედევ ბესელიას და ფოთის მერსაც,”- ამბობს TSpress – თან საუბრისას გარდაცვლილის მამა.

მისი თქმით, ავტოავარიის დროს მოპედს მისი შვილის მეგობარი მართავდა, რომელიც, მისივე თქმით, ფოთის სამშობირაო სახლის დირექტორის, ჰამლეტ ჭანტურიას შვილიშვილია. ჰამლეტ ჭანტურია მაჟორიტარ ეკა ბესელიას მხარდამჭერთა დარბაზის წევრია.

დაღუპულის მამა ავტოავარიას მოპედის მძღოლის მიერ უსაფრთხოების წესების დაუცველობას აბრალებს. მისი ინფორმაციით, მოპედი გადაკეთებული სპიდომეტრით, სპეციალური ჩაფხუტისა და უსაფრთხოების დამცავი სხვა ნორმების გარეშე, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

“ჩემი მოთხოვნის მიუხედავად, არც ექსპერტიზა ჩატარებულა, არც მიდებარე ობიექტებზე სათვალთავლო კამერების ჩანაწერები ამოუღიათ. ბაბუის ხათრით პოლიცია არაფერზე არ რეაგირებს,”-ამბობს ის.

ფოთის სამშობიარო სახლის დირექტორი, ჰამლეტ ჭანტურია მისი შვილისშვილის ბრალეულობას გამორიცხავს. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალები არ უნახავს, თუმცა მომხდარში მსუქბუქი ავტომანაქანის მძღოლს, რომა წულაიას ადანაშაულებს.

მისი თქმით, გამოძიებამ წულაიას ბრალეულობა დაადგინდა, თუმცა ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაული ამნისტირებულია ის პასუხისგებაში არ მიუციათ.

ჭანტურია პოლიციასთან გარიგებაში შესვლას უარყოფს.

ჰამლეტ ჭანტურიას განცხადებით, მისთვის ცნობილია, რომ გარდაცვლილის მამამ ფოთის მაჟორიტარს, ეკა ბესელიას მიმართა, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხზე ბესელიასთან საუაბრი არ ქონია.

ჭანტურია ბესელიასთან ახლო ურთიერთობას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მისი თხოვნით, ბესელიას მხარდასაჭერ შეხევდრებსაც ესწრება.

“იმდენი სიკეთე გამიკეთა ამის არ დანახვა არ შეიძლება. მინისტრი ჩამომიყვანა ფოთის სამშობიარო საავადმყოფოში. გვაჩუქეს 2 ახალი აპარატურა”- აღნიშნავს ჭანტურია.

მსუბუქი ავტომანაქანის მძღოლი, რომა წულაია აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

დაიწყო თუ არა გამოძიება აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რომლმაც 18 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა, რა მუხლებით მიმდინარეობს და ვისი ბრალეულობა გამოიკვეთა TSpress – მა ოფიციალური წერილით შსს სამხარეოსა და ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსებს, ჯერ კიდევ გასული წლის 18 ოქტომბერს წერილობით მიმართა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

შსს ფოთის სამმართველოდან მიღებულ პასუხში კი განმარტებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამოძიება საპატრულო პოლიციის კომპეტენციაა და მათთან საქმის გამოძიება არ დაწყებულა.

სამეგრელო ზემო – სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის, შალვა შენგელიას განცხადებით, აღნიშნულ ავტოავარიაზე გამოძიება დაწყებული და დასრულებულია, თუმცა ვისი ბრალეულობა დადგინდა ამ და სხვა დეტალებზე განმარტებას არ აკეთებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე 2012 წლის 15 ივნისს მოხდა. სწრაფი სიჩქარით მოძრავი მოპედი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მამის თქმით, როგორც თვიმხილველებისგან იცის, შემთხვევვის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით 20 წთ მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და ისიც მხოლოდ ერთი -მოპედის მძღოლი გადაიყვანეს, რომელსაც შედარებით ნაკლები დაზიანებები ქონდა.

გიგა ალასანია კი, მოქალაქეებმა მსუბუქი ავტომანქანით მიიყვანეს საავადმყოფოში, რომელიც მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მსგავს თემაზე:

ფოთი თუ “დურაკოვო?

კომენტარები