შეხვედრის ერთ- ერთი მონაწილის, მალხაზ კუხიანიძეს განცხადებით, 2007 წელს, ფოთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით, დაკავებულ მის შვილს, ლაშა კუხიანიძეს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრა, რის შემდეგაც მისი უდანაშაულობა დამტკიცდა, თუმცა წელიწადი და 9 თვე საპატიმროში გაატარა, რის გამოც შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მისი თქმით, ის საქმეში მონაწილეობდა ფოთის პოლიციისა და პროკურატურის მაღალჩინოსნები, რომლებიც საპარლამენტი არჩევნების შემდეგ დააწინაურეს. კუხიანიძე ყველა პირის პასუხისმგებლობას ითხოვს. კუხიანიძმ განცხადებით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, უშედეგოდ.

“პატიმრობის გამო ჩემი შვილი უნივერსიტეტიდან გარიცხეს. იქედანაც ჯანმრთელობა შელახული გამოვიდა, ფეხებით კიდებდნენ და კოჭებში ურტყამდნენ, რომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. სასამართლო პროცესებს და ადვოკატის ხარჯებს ყველაფერი მივახარჯე, უდანაშაულობა დავამტკიცე, მაგრამ ახლა იმათმა ხომ უნდა აგონ პასუხი”- განაცხადა კუხიანიძემ, რომელსაც ომბუდსმენის აპარატის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლემა, ბაგრატ ქირიამ ოფიციალური განცხადებით მიმართვა ურჩია და საკითხით დაინტერესებას დაპირდა.

შეხვედრაზე მყოფმა მოქალქეებმა კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტზე ისაუბრეს. ვაჟა გოგაძის თქმით, ქალაქის ყოფილმა მერმა, ამჟამად პარლამენტის წევრმა, ვახტანგ ლემონჯავამ და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, მიშა აკობიამ საკუთრებაში რეგისტირებული ავტოფარეხის დანგრევა ყოველგვარი იურიდული საფუძვლის გარეშე, მუქარისა და შანტაჟის გზით მოთხოვა.

მისი თქმით, წინააღმდეგობის გაწევისა და დემონტაჟზე უარის თქმის შემდეგ ის პოლიციაშიც დაიბარეს.

ფოთში 2010- 2012 წლებში დაახლოებით 3 ათასამდე ავტოფარეხის იურიდული საფუძვლის გარეშე ძალის გამოყენებით დანგრევის საკითხით შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მერიას კომპენსაცია არცერთ შემთხვევაში არ გაუცია.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა ოფიცერის, თამარ დაგარგულიას განცხადებით, მსგავსი სახის შეხვედრები სამეგრელოს სხვადსხვა რაიონში, მათ შორის, ფოთში ყოველთვიურად გაიმართება.

მისი თქმით, კანანდარღვევისა და ადამიანის უფლებების შელახვის გამოვლენილ ფაქტების შესახებ რეაგირების მიზნით, ინფორმაციას ყველა სექტორს გაეგზავნება.

აღნიშნული შეხვედრები სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგარმის ფარგლებში გაიმართება, რომლის ფარგლებში საკონტაქტო პირი სამეგრელოს 5 რაიონში ყავთ.

ფოთში, საკონტაქტი პირი, ქრისტინე ქაჯაიაა.

კომენტარები