პატიმრის დედის, ლია ფარღალავას განცხადებით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შიმშილობით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

მისი თქმით, დაკავების დღიდან პატიმარი ციხის საავადმყოფოებში იმყოფება და გადატანილი აქვს რამდენიმე მძიმე ოპერაცია.

“მძიმე დაავადებები აქვს: პატიმრობისას გაუკეთეს ხერხემლის უმძიმესი ოპერაცია, სამი მალა აქვს ჩაკეტილი, მეხუთე მალაში უდევს ლითონის ფირფიტა, რომელიც ორგანიზმა არ მიიღო და ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაურთულდა, ციხის საავადმყოფოში ყოფნისას გადატანილი აქვს ინსულტი, რის შემდეგაც წართმეული ქონდა ხელ- ფეხი, აქვს მწვავე C ჰეპატიტი, მწვავე პანკრეატიტი, კოლიტი ეს დაავადებები საერთო ჯამში მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ჩემი შვილის სიცოცხლე ბეწვზე კიდია. ვითხოვთ საქმის ხელახლა გადახედვამდე სასჯელის გადავადებას”- აცხადებს პატიმრის დედა. მისი თქმით, დაკავებული საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

აღნიშნული მოთხოვნით პატიმარმა წერილობით მიმართა მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრს, თინა ხიდაშელს, თუმცა კონკრეტული რეაგირება და პასუხი მათგან არ მიუღიათ.

“ყველა უწყებას მიმართა განცხადებით, კონკრეტული პასუხი არ მიმიღია. ყველას ვაკისრებ პასუხისმგებლობას, ვისაც შეუძლია ჩემი დახმარება პრეზიდენტს, პრემიერ- მინისტრს, მინისტრებს, პარალმენტის წევრებს”- აცხადებს ლია ბულუხია.

დადგენილი წესით, სასჯელის გადავადებას სასამართლო ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე წყვეტს. ხშირ შემთხვევაში სასჯელის გადავადება იმ პატიმრებს ეხება, რომელთა დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება.

40 წლის მამუკა ბულუხია სამართალდამცავებმა დაახლოებით 2 წლის წინ ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებთ დააკავეს, მოგვიანებით კი საქმე სასამართლო გაადწყვეტილების არ შესრულების გამო დაუმძიმეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დამძიმების გარემოება, დაკავებამდე არსებული პირობითი მსჯავრი და მანქანის მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა იყო.

ბულუხია დანაშაულს არ აღიარებს. როგორც სხვადსხვა უწყებებში გაგზავნილ წერილში წერს, პოლიციამ ნარკოტიკები ჩუდეს. მისი განმარტებით, ის ისე გაასამართლეს, რომ პოლციას “ფაქტის” ამოღების არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, არც მოწმეები, საქმეში არც მისი აღიარებითი ჩვენება დევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბულუხიასთვის წაყენებული ორივე მუხლის ამნისტირებული გახდა, უზენაისი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულუხიას მანქანის უკანონო მართვის ბრალდება მთლიანად გაუუქმდა, თუმცა ნასამართლეობა დარჩა, რის გამოც პატიმარს ამნისტია არ შეხებია.

მამუკა ბულუხია წინა წლებში ფოთის საფეხბურთო გუნდ “კოლხეთის” ფეხბურთელი იყო.

კომენტარები