“პოლიტიკა ჩემს ხასიათთან თანხვედრაში არ მოდის, რადგან პოლიტიკოსი ვალდებულია წინასწარ ძალიან ბევრი დაპირებები გაავრცელო. სწორედ აქ მოვდივარ წინააღმდეგობაში, თუმცა მე მგონი ეს წარმატებულად დავძლიე”- განაცხადა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე.

პრემიერს არ დაუსახელებია ქვეყნის მართვაში მისთვის ყველაზე რთულ რგოლს რომელი წარმოადგენს.

“არ მემჩნევა, რომ რამეს ვერ ვახერხებ და რამე არ გავაკეთე”- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკაში დარცება მანამ ვიდრე საჭირო იქნება.

“საზოგადოებას ვარწმუნებ მე პოლიტიკაში დავრჩები მანამ სანამ საჭირო ვიქნები და თუ წავალ, უფრო რთულ ადგილზე”- აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია “ექსპოჯორჯიას” საგამოფენო ცენტრში მიმდინარეობს.

კომენტარები