ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისია იქმნება და კონსტიტუცია შეიცვლება.

„პრემიერის გადაჭარბებულ უფლებებს მოვახერხებთ და შევამცირებთ. არ ვიცი, ეს არჩევნებამდე როგორ მოესწრება, მაგრამ არჩევნების შემდეგ არ გავგიჟდები, ნუ გეშინიათ. უკვე ვესაუბრე დავით უსუფაშვილს, საკონსტიტუციო კომისია უკვე იქმნება და ყველაფერს დავაბალანსებთ. ხმების პრობლემა არ არსებობს,“ – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლასთან ერთად, ამოქმედდება ნორმა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში დეპუტატთა ხმების სამი მეოთხედი დასჭირდება.

კომენტარები