გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმარის, მამუკა ბულუხიას დედა პატიმრის მიერ შიმშილობის შეწყვეტაზე მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებას არ ადასტურებს. მისი თქმით, პატიმარი შიმშილობას აგრძელებს. ბულუხია საქმის გადახედვისა და სასჯელის გადავადების მოთხოვნით 22 დღეა შიმშილობს. პატიმრის ოჯახი შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას, პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და ყველა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელ პირებს აკისრებს.

პატიმრის დედის, ლია ფარღალავას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თუმცა ის შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს. მისი თქმით,პატიმარი სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზეც კი უარს აცხადებს.

ლია ფარღალავას თქმით, პატიმარი ამ დრომდე რჩება გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოძღვარმაც მოინახულა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტაზე არც მას დათანხმდა.

“ჩემი შვილი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე შიმშილის შეწყვეტაზე კატეგორიულ უარს აცახდებს. პატიმრების დღიდან ის ციხის საავადმყოფოში იმყოფება, ერთი დღე არ მჯდარა საკანში. “- აღნიშნა TSpress – თან საუბრისას პატიმრის დედამ.

მისი თქმით, პატიმარმა, რომელიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის ხელახალი გაადხედვისა და სასჯელის გადავადების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრს, თინა ხიდაშელს წერილობითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

მოშიმშილე პატიმრის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მინისტრის მოადგილეს დაპირდა, რომ დღეს შიმშილობას შეწყვეტდა.

“ის ითხოვს განაჩენის გადახედვას, საწუხაროდ ეს ჩვენს კომპეტენციას აღემატება. რამდენჯერმე შევედით, გუშინ მას მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ესაუბრა, თვითონ ძალიან კარგად ესმის საქმის გადახედვასთან დაკავშირებული მდგომარეობა, ჩვენ ავუხსენით რის გაკეთებას ვაპირებთ. გუშინ თქვა, რომ იფიქრებს და დღეს უკვე უნდა შეეწყვიტა შიმშილობა”,” – განაცხადა სუბარმა.

40 წლის მამუკა ბულუხია სამართალდამცავებმა, დაახლოებით 2 წლის წინ, ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებთ დააკავეს, მოგვიანებით, კი საქმე სასამართლო გადაწყვეტილების არშესრულების გამო დაუმძიმეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დამძიმების გარემოება, დაკავებამდე არსებული პირობითი მსჯავრი და მანქანის მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა იყო.

ბულუხია დანაშაულს არ აღიარებს. როგორც სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილ წერილში წერს, პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო. მისი განმარტებით, ის ისე გაასამართლეს, რომ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, არც მოწმეები არსებობდნენ და საქმეში არც მისი აღიარებითი ჩვენება დევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბულუხიასთვის წაყენებული ორივე მუხლის ამნისტირებული გახდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულუხიას მანქანის უკანონო მართვის ბრალდება მთლიანად გაუუქმდა, თუმცა ნასამართლეობა დარჩა, რის გამოც პატიმარს ამნისტია არ შეხებია.

ამავე თემაზე:

მოშიმშილე პატიმრის დედა შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [Video]

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მე-14 დღეა შიმშილობს

კომენტარები