გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარის მამუკა ბულუხიას ახლობლები ფოთში, პატიმრის საცხოვრებელ სახლთან აქციას გამართავენ. ისინი საქმის ხელახალ გამოძიებამდე პატიმრისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

აღნიშნული მოთხოვნით, პატიმარი მამუკა ბულუხია უკვე 22 დღეა შიმშილობს.

პატიმრის დედის, ლია ფარღალავას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, თუმცა ის შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს. მისი თქმით, სამედიცინო მომსახურეობის გაწევაზეც კი უარს აცხადებს.

პატიმარმა, რომელიც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის ხელახალი გაადხედვისა და სასჯელის გადავადების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს, მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრს, თინა ხიდაშელს წერილობითაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ამავე თემაზე:

პატიმრის დედა შიმშილობის შეწყვეტაზე მინისტრის განცხადებას უარყოფს

მოშიმშილე პატიმრის დედა შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [Video]

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მე-14 დღეა შიმშილობს

კომენტარები