გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარის, მამუკა ბულუხიას ახლობლებმა და მეგობრებმა მის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი პატიმრისთვის სასჯელის გადავადებას თხოვენ.

პატიმრის დის, მაკა ბულუხიას განცხადებით, 22 დღიანი შიმშილის შემდეგ პატიმარი ციხის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

პატიმრის დის განცხადებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და ისუტიციის სამინისტრომ პატიმარს საკითხის მოგვარებამდე შიმშილობის შეწყვეტა თხოვა, თუმცა ის არ დათანხმდა. დაკავებული სამედიცინო დახმარებაზეც უარს აცხადებს.

“დაავადებები, რაც მას აქვს მთლიანობაში სიცოცხლისთვის საშიშია, საქმის გადახედვამდე მის გათავსიუფლებას ვითოხვ. დაკავების დღეს, ნერვიულობის შედეგად მიიღო ინსულტი, გაჩერებული აქვს ხელ- ფეხი, აქვს თავის ტვინში სისხლის მომოქცევის მწვავე მოშლა, ღვიძლის C ჰეპატიტი, გაკეთებული აქვს ხერხემლის უმძიმესი ოპერაცია, კისრის სამი მალა აქვს გაუქმებული, ხერხემალში აქვს ფირფიტა ჩადებული, უცხო სხეული ორგანიზმა ვერ აიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა, ორი თვის წინ ამოკვეთეს ნაღველი. “- აღნიშნა მაკა ბულუხიამ.

მისი თქმით, 1 კვირაა, რაც პატიმრის სამედიცინო ექსპერტიზას ითხოვენ.

აქციაზე პატიმრის ახლობლები მას დადებით პიროვნებად ახასიათებდნენ და განმარტავდნენ, რომ ის საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება არაა და ხელახლა გამოძიებამდე მის გათავსიუფლებას ითხოვდნენ.

“სპორტსმენი ბიჭი იყო, კეთილშობილი, მთელი სამეზობლო ფეხზე დავდგებით, თავს დავდებთ მის პატიოსნებაზე. დაუბრუნონ ოჯახს ცოცხალი, დროებით სანამ ხელახალი გამოძიება იქნება, მანამდე მიხედავენ, მერე თუ მისი დანაშაული ისევ დადგინდა ისევ უკან შეაბრუნონ”- აღნიშნა ერთ- ერთმა მეზობელმა.

40 წლის მამუკა ბულუხია სამართალდამცავებმა, დაახლოებით 2 წლის წინ, ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებთ დააკავეს, მოგვიანებით, კი საქმე სასამართლო გადაწყვეტილების არშესრულების გამო დაუმძიმეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დამძიმების გარემოება, დაკავებამდე არსებული პირობითი მსჯავრი და მანქანის მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა იყო.

ბულუხია დანაშაულს არ აღიარებს. როგორც სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილ წერილში წერს, პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო. მისი განმარტებით, ის ისე გაასამართლეს, რომ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, არც მოწმეები არსებობდნენ და საქმეში არც მისი აღიარებითი ჩვენება დევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბულუხიასთვის წაყენებული ორივე მუხლის ამნისტირებული გახდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულუხიას მანქანის უკანონო მართვის ბრალდება მთლიანად გაუუქმდა, თუმცა ნასამართლეობა დარჩა, რის გამოც პატიმარს ამნისტია არ შეხებია.

ამავე თემაზე:

მოშიმშილე პატიმრის დედა მინისტრის განცხადებას შიმშილობის შეწყვეტაზე უარყოფს

მოშიმშილე პატიმრის დედა შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [Video]

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მე-14 დღეა შიმშილობს

კომენტარები