ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ აქციას სასულიერო პირთა ნაწილი და მათი მრევლი დაუპირისპირდა.

ჰომოფობებმა პოლიციის მიერ გაკეთებული კორდონი რამდენჯერმე გაარღვიეს და აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადეს.

სასულიერო პირები და სხვა ჰომოფობები წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას და მათ აქციის დაშლისკენ მოუწოდებენ.

კოლმეურნეობის მოედანზე ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსს, რომელშიც სავარაუდოდ, ლგბტ-ები და მათი მხარდამჭერები ისხდნენ, ქვები დაუშინეს, თუმცა არავინ დაშავებულა.

მძღოლები სასულიერო პირებს მხარადჭერას მანქანების საყვირებით უცხადებენ.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. თბილისში აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები, “იდენტობა” და “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფია“.

აქციის გამართვის წინააღმდეგი პატრიარქიც გამოვიდა, მან ხელისუფლებას აქციის ნებართვის გაუქმება თხოვა.

კომენტარები