გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, მამუკა ბულუხია, რომელიც საქმის გადახედვისა და სასჯელის გადავადების მოთხოვნით 22 დღეა შიმშილობს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა. პატიმრის დედის თქმით, მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა.

პატიმრის დედის, ლია ფარღალავას თქმით, მინისტრი პატიმარს საქმის გაადხედვას დაპირდა.

“საქმის გადახედვა უკვე დაიწყეს, სხვა დეტალი დაახლოებით 10 დღეში გახდება ცნობილი. მანამდე კი ჩემმა შვილმა შიმშილობა შეწყვიტა.”- განაცხადა TSpress – თან საუბრისას პატიმრის დედამ.

მისი თქმით, დაკავებული ამ დრომდე ციხის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში რჩება.

პატიმარი და მისი ოჯახი უკვე 22 დღეა საქმის გადახედვისა და სასჯელის გადავადებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, მისმა ახლობლებმა აქციაც მოაწყვეს.

პატიმრის დის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც საპატიმროში დარჩენით მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

-“დაავადებები, რაც მას აქვს მთლიანობაში სიცოცხლისთვის საშიშია, საქმის გადახედვამდე მის გათავსიუფლებას ვითოხვთ. დაკავების დღეს, ნერვიულობის შედეგად მიიღო ინსულტი, გაჩერებული აქვს ხელ- ფეხი, აქვს თავის ტვინში სისხლის მომოქცევის მწვავე მოშლა, ღვიძლის C ჰეპატიტი, გაკეთებული აქვს ხერხემლის უმძიმესი ოპერაცია, კისრის სამი მალა აქვს გაუქმებული, ხერხემალში აქვს ფირფიტა ჩადებული, უცხო სხეული ორგანიზმა ვერ აიტანა და ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა, ორი თვის წინ ამოკვეთეს ნაღველი. “- აცხადებს ის.

40 წლის მამუკა ბულუხია სამართალდამცავებმა, დაახლოებით 2 წლის წინ, ნარკოტიკების შეძენა- შენახვის ბრალდებთ დააკავეს, მოგვიანებით, კი საქმე სასამართლო გადაწყვეტილების არშესრულების გამო დაუმძიმეს და 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის დამძიმების გარემოება, დაკავებამდე არსებული პირობითი მსჯავრი და მანქანის მართვის უფლების 3 წლით ჩამორთმევა იყო.

ბულუხია დანაშაულს არ აღიარებს. როგორც სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილ წერილში წერს, პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო. მისი განმარტებით, ის ისე გაასამართლეს, რომ პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდა, არც მოწმეები არსებობდნენ და საქმეში არც მისი აღიარებითი ჩვენება დევს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბულუხიასთვის წაყენებული ორივე მუხლის ამნისტირებული გახდა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბულუხიას მანქანის უკანონო მართვის ბრალდება მთლიანად გაუუქმდა, თუმცა ნასამართლეობა დარჩა, რის გამოც პატიმარს ამნისტია არ შეხებია.

ამავე თემაზე:

მოშიმშილე პატიმრის მხარდასაჭერი აქცია ფოთში [Video]

მოშიმშილე პატიმრის დედა მინისტრის განცხადებას შიმშილობის შეწყვეტაზე უარყოფს

მოშიმშილე პატიმრის დედა შვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს [Video]

გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მე-14 დღეა შიმშილობს

კომენტარები