ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას, გამოკითხული ზუგდიდელების უმრავლესობა უარყოფითად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ მსგავსი აქციები ქრისტიანულ, მართლმადიდებელ ქვეყანაში არ უნდა იმართებოდეს.

უნდა გამართულიყო თუ არა საქართველოში ამგვარი აქცია და მოყოლოდა თუ არა მსგავსი რეაგირება სასულიერო პირების მხრიდან – ამ კითხვით TSpress_მა ზუგდიდელებს მიმართა.

გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ ამგვარი აქცია ქრისტიანულ სახელმწიფოში არ უნდა გამართულიყო და სწორადაც მოხდა მათი დაშლა. ნაწილს მიაჩნია, რომ სექსუალური უმცირესობების აქციები არ უნდა იმართებოდეს, თუმცა, ზოგმა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა მოიწონა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაანონსებული აქცია, სასულიერო პირებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გამო ჩაიშალა.

კომენტარები