ზუგდიდის ლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, მამა მალხაზი (ჭანტურია) გუშინ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციასა და აქციაზე განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

როგორც მამა მალხაზმა TSpress-თან საუბრისას აღნიშნა, ჰომოსექსუალიზმს, სოდომისა და გომორის ცოდვას ქართველი ერი და ქართული ეკლესია ვერ შეეგუება, თუმცა პროტესტის გამოხატვის ფორმები არ იყო დახვეწილი. ამისთვის ეკლესია მზად არ იყო.

„არსებობს პროტესტის გამოხატვის ცივილური ფორმები, და შესაძლოა, გუშინდელი აქცია ამ მხრივ გადაჭარბებულიც კია,“ – აცხადებს მამა მალხაზი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაანონსებული აქცია სასულიერო პირებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით გაიმართა.

კომენტარები