ზუგდიდსა და მის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ. მიზეზად “ენერგო-პრო ჯორჯია” სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგურ ,,ზუგდიდი1″–ზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდის ნაწილს და ახლომდებარე სოფლებს 11– 16 სთ–მდე შეეზღუდებათ.

კომენტარები