მოვაჭრეების თქმით ჭიშკრის გახსნასთან დავკავშირებით ბაზრის დირექციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, უარის შემდეგ კი კარები თვითონვე გატეხეს . აგრალური ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია მომხადრზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელმძღვანელობას აკისრებს.

მოვაჭრეების თქმით ბაზრის კარები ყოველთვის ღია უნდა იყოს, მათი განმარტებით კორსანტია მათ უფლებებს არღვევს მიზეზად კი მოსაკრებლის აღებას ასახელებენ, როგორც ისისნი აღნიშნავენ არ არის მუშაობა და საგადასახადოს დავალიანების გადახდს ვერ ახერხებენ. მტავარი შემოსასვლელი გზის დაკეტვის გამო, საქონლის გასაღება უჭირთ რის გამოც ბაზრის დირექციას ჭიშკრის ღიად დატოვებას თხოვენ.

„ კორსანტია ძალიან ცუდად ექცევა ხალხს, არ აწყობს გაჭირვებული ხალხი, უნდა რომ ცოცხლად შეგვჭამოს.“- განმარტავს მოვაჭრე.

თავად კორსანტია აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს, მისი თქმით ეს ტერიტორია არ არის მისი საკუთრება და მას არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს ჩაერიოს ამ საკითხში, ჭიშკრის ჩამოკიდების ნებართვა კი ქალაქის ხელმძღვანელობიგან მიიღო და მისივე ინიციატივით თავისივე სახსრებით უზრუნველყო. მისი განმარტებით აღნიშნულ ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების ჩასახლების გამო ჭიშკრის გაღებამ აზრი დაკარგა. სრულ პასუხისმგებლობას კი ქალაქის ხელმძღვანელობას აკისრებს.

„მე ეს არ მეხება ის არ არის ჩემი საკუთრება, არავითარი იურიდიული უფლება მე არა მაქვს. ლაპარაკობენ კორსანტიაო, ადგნენ და მივიდნენ არის სატანადო ორგანოები და უთხრან რატომ არის დაკეტილი. ჩვენ არ გვისმინეს და გატეხეს ბოქლომი, მე შემეძლო პატრულის გამოძახება და დააჯარიმებდა ამათ, მე ამის გაღება დაკეტვის უფლება არა მაქვს, რასაც იტყვის ქალაქის ხელმძრვანელობა გავაკეთებთ იმას“-აღნიშნა კორსანტიამ

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ლაშა კუპრეიშვილის თქმით აღნიშნულ ი პრობლემაით მისთვის არავის მიუმართავს.

კომენტარები