საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ე.წ. უფლებადამცველების მხრიდან, დღემდე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო საზოგადოება, რაზეც მსჯელობის დაწყებას დროულად მიიჩნევს.

“მახსენდება რამდენიმე ფაქტი, მაგალითად, ჰომოსექსუალიზმის კრიტიკის გამო ტელეკომპანია იმედიდან დათხოვილი თანამშრომლები, სხვა მსგავ მაგალითად, იდენტობის განცხადებები და მიმართვები თუნდაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, როდესაც ე.წ. ქართველი უფლებადაცმველები პირდაპირ მოითხოვდნენ თავიანთთვის არასასურველი ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლების განთავისუფლებას სამსახურებიდან, მსგავსი რამ შემეხო მეც, როდესაც ერთ-ერთი ფემინისტური ორგანიზაცია გარკვეულ ზეწოლას ახდენდა ჩემს ერთ-ერთ სამსახურზე ჩემს წინააღმდეგ”- აცხადებს გამზარდია.

მისი თქმით, მსგავსი მაგალითები ბევრია. ექსპერტს მიაჩნია, რომ საზოგადოება ისე ძალიან დაიზაფრა ამ ორი დღის წინანდელი ამბებით, რომ დაავიწყდა ქართველი ფსევდოუფლებადამცველების ძალადობების არაერთი ფაქტი.

“ალბათ დროა ამ ყველაფერზეც დავიწყოთ საუბარი, სადაც ერთი მხარის ძალადობაზეა საუბარი, იქ ამის გამომწვევ სხვა ძალადობებზეც ვისაუბროთ. პირადად, მე, შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ე.წ. უფლებადამცველები მუდმივად ახდენდნენ ირიბ და ზოგჯერ პირდაპირ ძალადობას ჩემზეც და სხვებზეც, ვინ არის სუსტი და დაუცველი ამ ყველაფერში? ყველა გარდა ამ ფსევდოუფლებადამცველებისა და მათი წარმომადგენლებისა.

ამიტომაც, სისუსტეზე, დაუცველებზე და დამჩაგვრელებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვიყოთ არაცალმხრივები, ვისაუბროთ ერთზეც და მეორეზეც,”-ამბობს ის.

კომენტარები