“ბატონმა ბიძინამ კაცურად გულზე ხელი დაიდოს, შემდეგ თავის ირგვლივ მილიარდებზე და ზიზღზე შემოკოწიწებულ შემთხვევით “გუნდს” გადახედოს და გვითხრას ერთი ზურა ჭიაბერაშვილზე უფრო იდეალისტი და ენთუზიასტი კაცი ან ქალი თუ ყავს ირგვლივ…დადგება დრო როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩვენზე უფრო მეტად მწარედ წააგებს არჩევნებს, ან უამისოდ მოუწევს წაგება. როგორ გონია ქართული აუხდენელი ოცნების ლიდერს, თუ დარჩება მის გვერდში ზურას მსგავსი კაცები და ქალები?”- “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პარალმენტის წევრი, დავით საყვარელიძე ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელით ეხმიანება.

დეპუტატის შეფასებით, კომფორმისტული პოლიტიკის გათავლისწინებით, თბილისის მერობის პოსტიდან გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშვილი პრეზიდენტის მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვა გუნდის წევრების მსგავასად ის ფასულებების ერთგული დარჩა.

“ქართული კომფორმისტული პოლიტიკის ყველა დაწერილ-დაუწერელი წესით, თბილისის მერობიდან “მოხსნილი” გნებავთ გათავისუფლებული დავარქვათ ზურა ჭიაბერაშვილი აქამდე პირველი დაუძინებელი მტერი და მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო სააკაშვილის და მისი პარტიის, ალბათ ბატონი ბიძინას კარზეც პატარა პოზიციები არ ექნებდა ასეთ კაცს, ვისაც ნებისმიერი ოპოზოციური სულის მღაფავი პარტია დიდი ზარ-ზეიმით მიიღებდა, მაგრამ რა მოხდა… ზურამ არა სააკაშვილს, არამედ საკუთარ ფასეულობებს არ უღალატა და სხვა ფრონტზე გააგრძელა ღირსეული ბრძოლა, რადგან ეს მის ქვეყანას ჭირდებოდა. აი ესაა რაც გვქაქვს ჩვენ და რაც არ გაქვთ თქვენ, რის გამოც გიკვირთ რაზეა დაფუძნებული ჩვენი ერთობა, როდესაც ბევრ ჩვენგანს მაღალი თანამდებობებიდან მზითევად წამოკიდებუი ბანკის კრედიტები ახრჩობს და მაინც ბოლოს დროს პოპულარული შემოსული ტერმინი “ჩაყოლა” გვირჩევნია “ჩასვრას”…”- წერს Facebook- ის საკუთარ კედელზე საყვარელიძე.

მისი თქმით, ხელსიუფლება ე.წ. ‘სამართლიანობის აღდგენითაა” გართული და გონიათ, რომ ყველაზე ძლიერები არიან და ყველაფრის უფლება აქვთ. საყავრელიძე ოპონენტებს წინა ხელისუფლების ძალაუფლებას ახსენებს.

“ხელისფულფლებას გონია, რომ ყველაზე ძლიერია და ყველაფრის უფლება აქვს, თავისივე მოგონილი ე.წ. ‘სამართლიანობის აღდგენითაა” გართული. გულახდილად ვეტყვი მათ, ჩვნც გაგვივლია ეგ ეტაპი, როდესაც თავის ყველაზე ძლიერი გვეგონა, ვიყავით კიდევაც, რასაც ეს მთავრობა ვეღარასოდეს შეძლებს. არადა საქართველოს ეკონომიკის და სტაბილურობის გარანტი მხოლოდ ერთშია, უაღრესად მოქნილი და ეფექტური, ძლიერი ხელისუფლება… რომლის შექმნის არც სურვლი აქვს ბატონ ბიძინას და ვერც გაუბედავს ხალხს, რომელსაც თავიდანვე მისცა ამის პირობა… ყველაზე დაზიანებადი მაშინ ხარ, როდესაც ყველაზე ძლიერად გრძნობ თავს. სირცხვილია ზურა ჭიაბერაშვილი მსგავსი ახალი და წარმატებული ქართველი ჯარისკაცებისადმი ასეთი მოქცევა”- აღნიშნავს საყვარელიძე.

მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოში ჭიაბერაშვილისნაირ ხალხს ციხეში დიდ ხანს ვერ გააჩერებს, რადგან საზოგადოებას გაუჩნდება მის მიმართ სოლიდარობა.

“საქართველოში ბატონო ბიძინა ასეთ ხალხს, როგორიც ვანო ზურაა, ვინც წარმატების ეპოქას ჩაუყარა სათავე, ციხეში დიდხანს ვერ გააჩერებთ, გაიხსენეთ დავით მირცხულავა, სულხან მოლაშცილი და სხვანი. მათ მიმართაც კი მობეზრდა ხალხს სეირის ყურება…”გაანალიზება” საზოგადოებისთვის მომინდია… ბოლოს არ შემიძლია ირონიის გარეშე არ დავტოვო ერთ-ერთი კაცის დღევანდელი კომენტარი, რემელიც ყოჩივით ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ვანოს და ზურას დაკავებას… და ეს კაცი ვინ გახლდათ?! არც მეტი და არც ნაკები – ბატონი გოგი თოფაძე, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა: “ეს ის ხალხია სწორედ, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს დღეს საქართველო”- გოგი თოფაძე:) რა მგომარეობამდე არ დაუკონკრეტებია) დანარჩენი თქვენთვის მომინდია “საანალიზოდ”… ბატონ ბიძინას კიდევ სამწუხაროდ კიდევ ბევრჯერ მოეშლება ნერვები, ვიდრე ერთი ჩვენგანი მაინც იქნება ციხის გარეთ ან თუნდაც ციხის შიგნით, ასეთია საბედნიეროდ პოლიტიკური თამაშის წესები:) ჩემო კარგებო, გული არ გაიტეხოთ! მაგრად დავდგებით და გამარჯვება საბოლოოდ ჩვენია:) მთავარია მანევრები და გამძლეობა:)”- წერს საყვარელიძე.

კომენტარები