“რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელურად იქცეოდა” _ აღნიშნა პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას.

პატრიარქის თქმით, სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაუშვებელია. მან ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ჩვენ გვაწუხებს, როცა განსაცდელი მოდის ჩვენთან, სინამდვილეში ჩვენ უნდა ვხარობდეთ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს. წმინდა მამები გოდებდნენ და ტიროდნენ, როდესაც განსაცდელი არ ჰქონდათ.

რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული კურნავს”, _ აღნიშნა უწმინდესმა.

კომენტარები