ფოთში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გარმოვაჭრეები ბაზრის ერთ-ერთი შესასვლელის დაკეტვას აპროტესტებენ. მათ ჭიშკარი თვითნებურად გახსნეს. ბაზრის ადმინისტრაციის განმარტებით, ჭიშკარი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებითა და მითითებით ჩაკეტეს.

გარემოვაჭრეების თქმით, ბაზარში ერთ- ერთი შესასვლელში დაკიდული ჭიშკრის გამო, რომელიც დაკეტილია, მოძრაობა შეწყდა და მათი ვაჭრობაც შეფერხდა.

გარემოვაჭრეების თქმით, ჭიშკრის გახსნის მოთხოვნით ბაზრის დირექციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, უარის შემდეგ კი კარები თვითონვე გატეხეს.

ისინი ითხოვენ კარი მუდმივად ღია დარჩეს, რომ მოსახლეობას შესვლა არ ეკრძალოთ და გარემოვაჭრეების პროდუქტითაც შეძლონ სარგებლობა.

აგრალური ბაზრის დირექტორის ნოდარ კორსანტიას თქმით, ტერიტორია მისი საკუთრება არაა, ჭიშკრის ჩამოკიდების ნებართვა კი ქალაქის ხელმძღვანელობისგან მიიღო და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო

„შესაბამის ორგანოებს მოთხოვონ პასუხი რატომ არის დაკეტილი ბაზრის ჭიშკარი. მისი გაღება- დაკეტვის უფლება არა მაქვს, რასაც იტყვის ქალაქის ხელმძღვანელობა იმას ვაკეთებ. ჩვენ არ გვისმინენ და გატეხეს ბოქლომი, მე შემეძლო პატრულის გამოძახება და მათი დაჯარიმება”- აცახდებს TSpress – თან საუბრისას კორსანტია.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ლაშა კუპრეიშვილის თქმით კი, ბაზრის ჭიშკრის გახსნის მოთხოვნით მისთვის არავის მიუმართავს.

კომენტარები