სოფელ ახალსოფლის მკვიდრ, ჯამბულ ღუბელაძეს სოციალური დახმარება 100 კგ თხილისა და 200 კგ მანდარინის გამო შეუწყვიტეს.

51 წლის ჯამბულ ღუბელაძეს მძიმე სოციალურ- ეკონომიკური პირობების გამო თავის რჩენა უჭირს. ასაკის გამო სახელმწიფოსგან პენსიას ჯერ არ ღებულობს.

შემოსავლის ერთადერთ წყაროს სოციალური დახმარება და წარმოადგენდა, რომელიც ეზოში მოყვანილი თხილისა და მანდარინის გამო შუწყვიტეს.

ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილის, ნატო ქირიას განცხადებით, 2012 წელს ჯამბულ ღუბელაძეს სოციალური პირობები შეამოწმეს. საცხოვრებელი პირობების აღწერითა და დეკლარაციის მიხედვით მას 76ათას 250 ქულა ჰქონდა მინიჭიებული, რის გამოც სოციალური დახმარება არ დაენიშნა.

ჯამბულ ღუბელაძე ფერდობზე ხის პატარა სახლში ცხოვრობს, რომელიც 5 წლის წინ მეზობლების ნაჩუქარი მასალით ააშენა.

სახლში სულ ორი ოთახი აქვს, ერთი საცხოვრებლად უვარგისია, მეორეში კი ყოველი წვიმისას წყალი ჩამოდის.

-„ჯამბულ ღუბელაძეს სოციალური პირობების აღწერიდან 1 წელი გავიდა, ახლა კი ხელახალ გადამოწმებას საჭიროებს. უნდა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენი წარმომადგენლები მასთან მომართვიდან 10 დღის ვადაში მივლენ” აღნიშნა ქირიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეს, რომლის ქონებრივი დეკლარაციის შედგენის შემდეგ 57 ათას ქულაზე მეტი აქვს, სოციალური დახმარება ვერ დაენიშნება.

კომენტარები