თბილისში, დედაენის ბაღში 18 სთ – ზე “ეროვნული ფრონტის” აქციაა დაგეგმილი. 19 სთ- ზე კი იმავე ბაღში მოქალქეების ნაწილი აქციას “არა თეოკრატიას!” გამართავენ.

ამ დროისთვის, დედაენის ბაღში მობილიზებულია, პოლიცია და შსს სხვა დანაყოფები.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ბაშღი “ეროვნული ფრონტის” წევრებსა და მხარდამჭერებს არ უშვებენ.

“ეროვნული ფრონტის” ლიდერის ევგენი მიქელაძეს განცხადებით, მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სამართალდამცველებმა შეუშვან დედაენის ბაღში და მისცენ საშუალება, გამართონ დაანონსებული აქცია – “აიკრძალოს ლგბტ პროგანდა”.

კომენტარები