დედაენის ბაღში დაგეგმილ აქციაზე ორგანიზაცია “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები იმავე შესასვლელით ითხოვენ შესვლას, საიდანაც “არა თეოკრატიის” აქციის მონაწილების შესვლა იგეგმება, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევს. აქციაზე მივიდა შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დედაენის ბაღში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შსს სხვა დანაყოფები.

აქციების მონაწილეებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცავებმა გააკეთეს კორდონი, ასევე დაგეგმილი იყო აქციის მონაწილეები ბაღში სხვადსხვა შესასვლელიდან შესულიყვნენ.

მშრალი ხიდის ტერიოტორიიდან აქციის “არა ტეოკრატიას” მონაწილეები უნდა შესულიყვნენ, თუმცა ტერიოტორიაზე “ეროვნული ფრონტის” წარმომადგენლები და მხარდამჭერები მივდნენ და ბაღში შესვლა ითხოვეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.

“პოლიციური სახელმწიფოა? 20 კაცის ინტერესს ითვალსიწინებენ და ჩვენი ქართველი ერის ინტერესს არავინ არ ითვალისიწნებს”- აღნიშნა “ეროვნული ფრონტის” ერთ- ერთმა წარმომადგენლემა.

თბილისში, დედაენის ბაღში 18 სთ – ზე “ეროვნული ფრონტის” აქცია იყო დაგეგმილი, რომლის მონაწილეების მოთხოვნაა შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა.

19 სთ- ზე იმავე ბაღში მოქალქეების ნაწილი აქციას “არა თეოკრატიას!” გამართავენ.

კომენტარები