სენაკის სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი მამუკა გეგეჭკორის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცმა თავი მოიკლა. საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს, გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, რიგითი მამუკა გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

საქმეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით,” – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში

კომენტარები