დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთში დილიდან მიმდინარეობს.

სანაპირო დაცვის მესაზღვრეებისა და ცხენოსნების მონაწილეობით მოეწყო სპეციალური მსვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე.

ფოთის ცენტრალურ პარკში საპატრულო და სახანძრო ავტომანქანებია გამოფენილი.

მდინარე რიონის სამხრეთ მოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ფოთის ღია პირველობა აფროსნობაში, მოეწყო წყალმოთხილამურეთა საჩვენებელი გამოსვლა.

კომენტარები