ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე შალვა დადიანის სახელობის თეატრის დასმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სპეციალური წარმოდგენა ფლეშ-მობი გამართა.

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპატრულო, სახანძრო, სასწრაფო და სამხედრო მანქანები გამოფენა მოეწყო.

ცენტრალურ ბულვარში მკლავჭიდში შეჯიბრება გაიმართა, მოეწყო ჭადრაკის ტურნირი.

სამხატვრო სკოლის ბავშვები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თემაზე ნახატები დახატეს. ფანტანთან კი ძველი ზუგდიდის სურათები გამოიფინა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

ცენტრალურ პარკში, მერაბ კოსტავას ბიუსტი გაიხსნა და დღეიდან სკვერი მისი სახელობის იქნება.

გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდნენ.

26 მაისის აღსანიშნავად, კინოთეატრ ატრიუმის წინ ადგილობრივი ხალხური ცეკვების ანსამბლების კონცერტი გაიმართა. აქვე შესრულდა ხალხური სიმღერებიც.

კომენტარები