რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებთან დიცსა და დვანთან ე.წ. საზღვარი გადმოწევის ფაქტზე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სამინისტროში განცხადებები არ კეთედება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე განცხადებები სამინისტროში დღეს არ გაკეთედება.

პრესცენტრის ცნობით, საზღვრის გადმოწევის ფაქტის დადასტურებას ისინი ვერ უზრუნველყოფენ და შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობიან.

შსს – მ სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლების ფაქტი დაადასტურა და განმრატა, რომ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს კი, ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც იმსჯელებენ.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, რუსმა სამხედროები სოფელი დიცთან, რომელიც გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და ოკუპირებულ ერედვს ესაზღვრება, რუსი ფორმიანები სასაზღვრო ნაგებობებს ამ წუთებშიც ამონტაჟებენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ერედვის მიმართულებით ოკუპანტებს მავთულხლართი აქამდეც ჰქონდათ გავლებული, თუმცა ამჯერად პერიმეტრს ოფიციალური ნაგებობით რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით აშენებენ.

“ინტერპრესნიუსთან” სუბარში დიცელები ამბობენ, რომ რუსების მიერ გავლებული ახალი საზღვარი პირდაპირ მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან გადის, რის გამოც ნაკვეთებში უსაფრთხოდ გადაადგილება მკვეთრად შეეზღუდებათ.

კომენტარები