ფოთის პორტის ერთ- ერთ ტერმინალზე მიმდინარე სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულზე ინფორმაცია TSpress – ს პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა დაუდასტურა.

წინასწარი ინფორმაციით, ტერმინალზე ტვირთების გადმოზიდვა- დატვირთვის სამუშაოების დროს ე.წ. ტროსი გაწყდა და კონტეინერი ჩამოვარდა, რამაც ერთი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომხდარზე სხვა დეტელაბს TSpress – ი ამ წუთებში ადგენს.

გასულ წელს ფოთის პორტის 200 მდე მუშა მძიმე სამუშაო პირობებსა და შრომით უსაფრთხოებას თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ და პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

კომენტარები