ფოთში გაზიფიცირების სამუშაოები რამდენიმე დღის წინ განახლდა, “სამუშაოები სავარაუდოდ დეკემბერში დასრულდება,“- აცხადებს TSpress- სთან საუბარში SOCAR PRO GEORGIA-ს წარმომადგენელი თამაზ ჯღარკავა. მისი თქმით სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

სამუშაოების რამდენიმეთვიანი შეჩერების მიზეზად ჯღარკავა მილების ქურდობას ასახელებს. მისი თქმით, საქმეს შესაბამისი უწყებები იძიებენ და დადგენენ ვინ არის დამნაშავე.

მოკლე ხანში, ჩვენ დავიწყებთ დაზიანებული გაზსადენების აღდგენას, რეგულატორის ყუთების დამონტაჟებას, რის შემდეგაც ნებისმიერ აბონენტს ნაბადისა და კუნძულის უბნიდან, შეეძლება მოგვმართოს განცხადებით გაზიფიცირებაზე“- განმარტავს ჯღარკავა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ბუნებრივი აირით სარგებლობს ნაბადის, მალთაყვისა და ქალის ცენტრის გარკვეული ნაწილი, წერილობითი მიმართვისა და უსაფრთხოების ნორმების შემოწმების შემდეგ, აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ბუნებრივი აირის სახლში შეყვანა მოსახლეობას ინდივიდუალურად შეეძლება, რაც აბონენტს 300- დან 700 ლარამდე

კომენტარები