უბედური შემთხვევა ფოთის პორტის მე- 4 ნავმისადგომზე მოხდა, რომელიც პორტის მოიჯარე კომპანია “მეტალიქსს” ეკუთვნის.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მუშების თქმით, სამუშაოების დროს ე.წ. ტროსი გაწყდა და კონტეინერი ჩამოვარდა, რამაც ერთი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რა გახდა უბედური შემთხვევისა და ადამაინის გარდაცვალების მიზეზი, იყო თუ არა ნავმისადგომზე შრომითი უსაფრთხოება და შესაბამისი სტანდარტი დაცული, კონკრეტული პირის ბრალეულობის საკითხს გამოძიება დაადგენს.

შს ფოთის სამმართველოს გამომძიებლის, ლევან ღურწკაიას განცხადებით, გამოძიება დაწყებულია უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევით გამოწვეულ ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე (170 -ე მუხლი, მე-2 ნაწილი)

გამომძიებლის განმარტებით, ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა ჩაუტარდა

გასულ წელს ფოთის პორტის 200 მდე მუშა მძიმე სამუშაო პირობებსა და შრომით უსაფრთხოებას თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ და პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

კომენტარები