ადვოკატის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ფინანსური პოლიციის ყოფილმა შეფმა დავით კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს უკანონოდ წაართვა ბიზნესი და 50 მილიონამდე ღირებულების ქონება.

ნიჟარაძე ნავსადგურის ერთ-ერთი ყოფილი მეიჯარე კომპანია “მეტალიქსის” დამფუძნებელია (52%).

TSpress-თან გაკეთებულ ერთ- ერთ განცხადებაში ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ ფირმამ ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომი 25 წლიანი იჯარით, 2003 წელს აიღო, 2011 წელს კი, ნავმისადგომი ჩამოერთვა და დავით კეზერაშვილის ფირმას გადაეცა, რასაც ამჟამად, პროკურატურაში ასაჩივრებს. ნიჟარაძის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში გასაჩივრებას აზრი არ ქონდა, ამიტომ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს.

ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ნიჟარაძემ სასამართლოს გზით მოახერხა ის, რომ დავით კეზერაშვილს და დავით იაკობაშვილს დროებით შეუჩერდათ აღნიშნულ ქონებაზე (მათ შორის ფოთის პორტი და სხვა მსხვილი ობიექტები), საკუთრების უფლება.

“ინტერპრესნიუსთან” სუაბარში ადვოკატი ნიჟარაძის ოჯახის სხვა წევრებზე განხორციელებულ მუქარაზეც საუბრობს.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ, ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფის მხრიდან თამაზ ნიჟარაძის ოჯახის წევრების, მის ლონდონში მცხოვრებ სტუდენტი შვილის მისამართით განხორციელდა სატელეფონო მუქარა, მათ შორის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.

ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს განცხადებით მიმართა.

კომენტარები