გეგუთის ციხეში პატიმარი ლევან კორტავას გარადაიცვალების შემდეგ, დაწესებულების დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.

მისი თქმით, დირექტორს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე აქვს შეჩერებული. სუბარის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს დასკვნა უახელოს ხანში დაიდება.

გეგუთის #14 საპყრობილიდან პატიმარი, ლევან კორტავა ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეუყვანეს, რის მიზეზადაც ცემა სახელდება, პატიმარი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახი სახელმწიფო ექსპერტიზას არ ენდობა და დამოუკიდებელ ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულის დაკრძალვაზე უარს აცხადებს. ოჯახი ექპერტიზისთვის დახმარებას სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვს.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარები