გეგუთის #14 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თარიღი უცნობია. ოჯახი ექსპერტიზის ჩატარებამდე გარდაცვლილის დაკრძალვაზე უარს აცხადებს.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი სახელმწიფო ექსპერტიზას არ ენდობა და დამოუკიდებელ ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორს, რამდენიმე დღის წინ მიმართა.

ომბუდსმენის აპარატმა ექსპერტიზის ჩატარებაზე ოჯახისგან თანხმობა მიიღო, თუმცა ექსპერტიზის ჩატარების დრო ოჯახისთვის არ განუმარტავთ.

სახალხო დამცველის სამეგრელო ზემო- სვანეთის ოფისის ხელმძღვანელი ბაგრატ ქირია დამოუკიდებელი ექსპერტის შერჩევისა და ჩატარების დროის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში 14 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმრებს შორის ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 23 მაისს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარადიცვალა.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, სასჯელის შემსუბუქება დაპირდა. პატიმარმა ბრალი აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე თემაზე:

სოზარ სუბარი- პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

კომენტარები