“სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაში, ომბუდსმენმა მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, თუმცა ამ ეტაპზე ექსპერტიზის განხორციელება ვერ ხერხდება”- აცხადებს TSpress – თან საუბრისას ომბუდსმენის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი, ნინო ერემაშვილი.

უკვე მე- 9 დღეა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების ლოდინის გამო ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვაზე უარს აცახდებს.

პატიმრის მამიდის განცხადებით, დამოუკიდბელი ექსპერტიზის ჩატარებას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაპირდნენ, რაზეც ოჯახმა წერილობითი თანხმობაც განაცხადა

ერემაშვილის განმარტებით, ვინაიდან ჯანმრთელობის შეასხებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ოჯახმა ხელი აღნისნული ინფორმაციის გამოყენბის თანხმობის ფორმას მოაწერა და არა ექსპერტიზის ჩატარებისას.

მისი თქმით, მართალია ომბუდსმენის აპარატი ალტერნატიულ ექსპერტიზის ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ აღნიშნულ სამქეს სწავლობენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

“სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ოფიციალური ექსპერტიზის პასუხსა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის აუცილებელ სხვა მასალებსაც, რომლის მათი დეტალური შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველი მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას.”- განმარტავს ერემაშვილი.

გარდაცვლილი პატიმრის საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა გეგუთის ციხეში მომხდარი ინციდენტიდან 2 დღეში 16 მაისს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში 14 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმრებს შორის ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 23 მაისს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარადიცვალა.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარების სანაცვლოდ, სასჯელის შემსუბუქება დაპირდა. პატიმარმა ბრალი აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე თემაზე:

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სოზარ სუბარი- პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

კომენტარები