ფოთის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა და მისი ცოლისძმა გელა ხუნწარია ამ დრომდე ფოთის საპატრულო პოლიციაში რჩებიან. ისინი შენობაში დაკავებიდან 1 საათზე მეტი ხნის შემდეგ შეიყვანეს, მანამდე პატრულს მანქანაში ყავდა. დაკავებულთა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

დაკავებულებს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებული გელა ხუნწარია პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

ზურაბ ტიბუას ადვოკატის, ზაურ კინტირაიას განმარტებით, პოლიციის ინფორმაციით, ტიბუა მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრობდა, რის გამოც ის გააჩერა. მათი მტკიცებით, ტიბუა პატრულის მითითებებს არ დაემორჩილა და მათ სიტვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადვოკატის თქმით, ტიბუა აღნიშნულს უარყოფს და განმარტავს, რომ მას ტელეფონი ხელში არ ქონია და “ბლუტუზის” საშუალებით საუბრობდა. მისი თქმით, საკითხის გარკვევის პროცესში პოლიცია მას სიტყვიერი შეურაცხყოფით მიმართავდა, ხელბორკილები დაადო და განყოფილებაში გადაიყვანა.

ადგილზე ამბის გასაგებად მისული გელა ხუნწარიაც პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მიზეზით დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, ხუნწარიამაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც თავად დაკავებული უარყოფს და ამბობს, რომ ის პატრულში სიძის დაკავების შესახებ ამბის გასაგებად მივიდა.

ადვოკატის თქმით, ხუნწარიას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის კვალი მას ხელის მიდამოებში ეტყობა, რაც დააფიქსირეს კიდეც და რაზეც პროკურატურას მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს პატრულმა ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა და მისი ცოლისძმა გელა ხუნწარია დააკავა.

ტიბუა უკვე რამდენიმე წელია ფოთის სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს. ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია კრივში.

ამავე თემაზე:

სპორტის სამსახურის დაკავებული უფროსი პატრულს საათზე მეტია მანქანაში ყავს

ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი პატრულმა დააკავა

კომენტარები