ფოთის სპორტის სამსახურის უფროსის ზურაბ ტიბუასა და მისი ცოლისძმის, გელა ხუნწარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზურაბ ტიბუა და გელა ხუნწარია პატრულმა გუშინ დააკავა. ისინი პატრულის განყოფილების შენობაში დაკავებიდან ერთ საათზე მეტი ხნის შემდეგ შეიყვანეს, მანამდე დაკავებულები პატრულის მანქანაში იმყოფებოდნენ.

დაკავებულებს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, მას თანამდებობის დატოვება რამდენჯერმე მოთხოვეს და ეს დაკავებაც მასზე ზეწოლას ემსახურება.

წუხელ პატრულის განყოფილებაში ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელიაც იმყოფებოდა.

ზურაბ ტიბუა უკვე რამდენიმე წელია ფოთის სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს. ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია კრივში.

კომენტარები