ფოთის საქალაქო სასამართლომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული სპორტის სამსახურის უფროსი, ზურაბ ტიბუა 400 ლარის ჯარიმა დააკისრა, მეორე დაკავებული კი, 100 ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა.

საპატრულო პოლიცია დაკავებულებს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის განმარტებით, ტიბუა მანქანის მართვისას ტელეფონზე საუბრობდა, რის გამოც ის გააჩერა. პოლიციელის თქმით, ტიბუა მანქანიდან გადმოვიდა და პატრულს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის დააკავეს.

აღნიშნულს უარყოფს ტიბუა, მისი თქმით, ის ტელეფონზე ბლუთუზის საშუალებით საუბრობდა, მისივე განცახდებით, როცა აღიშნულს პატრულს უმარტავდა, პოლიცელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელბორკილები დაადო და განყოფილებაში გადაიყვანა.

პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი უარყო მეორე დაკავებულმა, ტიბუას ცოლის ძმამ, გელა ხუნწარიამ. ის პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

ამავე თემაზე:

ბესელია საპატრულო პოლიციაში მივიდა

სპორტის სამსახურის უფროსს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან

სპორტის სამსახურის დაკავებული უფროსი პატრულს საათზე მეტია მანქანაში ყავს

ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი პატრულმა დააკავა

კომენტარები