კომპანია ,,ეკო-ფუდის,, წარმომადგენლები მსახიობ რუსკა მაყაშვილთან ერთად ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთა ცენტრს ესტუმრნენ და საჩუქრად რძის პასორუქტი გადასცეს.

პატარებმა ,,ეკო-ფუდის ,,იოგურტები“ დააგემოვნეს და სტუმრებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სამედიცინო ცენტრი ,,რაიდმედი” სამკურნალო, საცხენოსნო და რეაბილიტაციის ცენტრებს აერთიანებს, სადაც პაციენტების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური და სოციალური აღდგენითი თერაპია მიმდინარეობს.

სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი 2008 წელს დაარსდა. ყოველდღიურად აქ რეაბილიტაციას 400-მდე ბავშვი გადის.

კომპანია ,,ეკო- ფუდი“ უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროის განმავლობაში ქველმოქმედების სახით არაერთ ოჯახსა და ორგანიზაციას დაეხმარა.

,,ეკო-ფუდი“ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები