ტიბუას მისი დაკავების ფაქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებას, უკანონოს უწოდებს. მისი განცხადებით, ის 9 აპრილის ხეივანზე მოძრაობდა, როცა პატრულმა გააჩერა და ტელეფონზე საუბრის მიზეზით მისი დაჯარიმება დააპირა.

მისი თქმით, პატრულის უკანონო ქმედების გადაღებას ცდილობდა მისი ცოლისძმა, რომელიც ასევე დააკავეს.

„ვაჩვენე ყურსასმენი, თუმცა იმ მომენტში არც ყურსასმენის საშუალებით არ ვლაპარაკობდი. ასევე ტელეფონის სპეციალური სადგომი მანქანაში. გავუწოდე ტელეფონი და ვუთხარი, ენახათ ამ პერიოდში შემოსული ან გასული ზარები, მაგრამ არ დამთანხმდნენ. მერე მომთხოვეს საბუთები, ალკოტესტი და ა.შ. მერე პატრულმა ხელბორკილები დამადო და პატრულის მანქანაში მსვამდა. დაკავების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი. ამ პროცესში ხალხიც შეიკრიბა. ადგილზე მოვიდა ჩემი ცოლის ძმა, რომელმაც დაიწყო პროცესის გადაღება, რის გამოც მას რამდენჯერმე დაარტყეს და ძალის გამოყენებით მანქანში ჩასვეს“- აცხადებს TSpress – თან საუბრისას ტიბუა.

ფიზიკური ძალადობის შესახებ ხუნწარიამ დროებითი მოთავსების იზოლატორშიც განაცხადა და მისმა ადვოკატმა სამხარეო პროკურატურასაც მიმართა.

ტიბუას განცხადებით, მისი დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ პოლიციელები: შალვა სახოკია და ირაკლი ჩხაიძე.

როგორც ტიბუა ყვება, დაკავებულები დაახლოებით ნახევარი საათი მანქანაში ყავდათ და არსად გადაყავდათ.

„აფორიაქებულები იყვნენ, გამუდმებით ტელეფონზე რეკავდნენ. ხან ერთი პატრული მოვიდოდა, ხან მეორე. არვიცი ვის და რა საკითხზე ურეკავდნენ, შემდეგ მოგვიანებით საპატრულოში წაგვიყვანეს.“- აღნიშნავს ტიბუა.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის ეზოში მისვლის შემდეგ კი, მანქანიდან ისევ არ გადმოყავდათ. დაკავებულებს დაახლოებით საათზე მეტხანს სხვადასხვა მანქანებით დაატარებდნენ.

ტიბუას თქმით, ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი ბერულავაც იმყოფებოდა, რომელიც მუდმივად სადღაც რეკავდა და დირექტივებს იღებდა. მოგვიანებით, საპატრულო პოლიციაში ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელიაც მივიდა.

ტუბუას პრეტენზია სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც აქვს. მისი თქმით, სხდომაზე პოლიციელებმა დაკავების მიზეზი ვერ განმარტეს, ასევე არ განუმარტავთ, თუ რაში გამოიხატებოდა პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობა.

ტიბუას განცხადებით, ეს პატრულის მხრიდან მისი უკანონო დაჯარიმების პირველი შემთხვევა არაა. მისი განცხადებით, ფოთში საპატრულო პოლიციის მხრიდან უკანონო დაჯარიმების ფაქტები გახშირდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილი პატრულთან მოსალოდნელი უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, მათ ბრძანებებს ემორჩილება.

ზურაბ ტიბუას დაკავება მისმა ოჯახმა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, თავდაპირველად მის თანამდებობას დაუკავშირეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული პოსტისთვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ეკა ბესელიას შტაბის წევრი გიგლა ბახტაძე იბრძვის. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეტენზიას თავად გიგლა ბახტაძე არ მალავს. ის აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს, თანამდებობის პირების ცვლა ჩვეულებრივი პროცესია.

დაკავების მიზეზად აღნიშნულს არ იზიარებს თავად ტიბუა. მისი თქმით, მისთვის თანამდებობის დატოვება პირადად მისთვის არავის მოუთხოვია, უბრალოდ სხვებისგან სმენია.

ტიბუას განცხადებით, გიგლა ბახტაძეს სხვა გეგმები ქონდა და შესაძლოა, აღნიშნული თანამდებობა მას პარტიის ლიდერებმა შეთავაზეს. ტიბუა ამჟამად “ნაციონალური მოძრაობის” წევრობას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სამსახურს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ხელმძღანელობდა.

ტიბუა აცხადებს, რომ მან წარმატებით გაიარა ატესტაცია, ყველა დასმულ კითხვას კომპეტენტური პასუხი გასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახურის მისამართით რაიმე სახის შენიშვნა არ ქონიათ. ამიტომ გათავისუფლების შემთხვევაში ჩათვლის, რომ მისი გათავისუფლება პატრიული ნიშნით მოხდა.

ამავე თემაზე:

სპორტის სამსახურის უფროსი 400 ლარიანი ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს

ბესელია საპატრულო პოლიციაში მივიდა

სპორტის სამსახურის უფროსს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან

სპორტის სამსახურის დაკავებული უფროსი პატრულს საათზე მეტია მანქანაში ყავს

ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი პატრულმა დააკავა

კომენტარები