გაფრთხილება! მასალას ერთვის გარდაცვლილი პატიმრის ფოტოები, რომლის ნახვას სუსტი ან დაავადებული გულის მქონე ადამიანებს არ ვურჩევთ!

გეგუთის #14 საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახი გამოძიების ვერსიას, რომლის მიხედვითაც პატიმრის გარდაცვალებაში თავად პატიმრები არიან ეჭვმიტანილნი, არ ეთანხმება. ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ცემისა და წამების პროცესში შემოაკვდა.

გარდაცვლილი პატიმრის მამიდის, ხათუნა კორტავას განცხადებით, პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, პატიმრის გარდაცვალებაში გეგუთის ციხეში მყოფი ორი პატიმარია ბრალდებული.

მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი დანაშაულს თავის თავზე იღებს, თუმცა, ხათუნა კორტავას მიაჩნია, რომ რეალური დამნაშავეები სხვები არიან.

მისი განცხადებით, ლევან კორტავა გეგუთის ციხეში რუსთავის N6 კოლონიიდან გადაიყვანეს და ის გეგუთის ციხეში მიყვანიდან 2 საათში ცემეს.

ხათუნა კორტავა ვარაუდობს, რომ ამას პატიმრები ვერ გააკეთებდნენ, რადგან ციხეში ახალმიყვანილმა პატიმარს ჯერ შემოწმება, ე.წ. კარანტინი უნდა გაევლო, რის შემდეგაც გადაყავთ პატიმარი ციხეში.

“ვთქვათ, მართლა პატიმრებმა სცემეს, 2სთ – ში ჯერ კიდევ არ იქნებოდა ციხეზე გადაყვანილი, როგორ აღმოჩნდნენ მასთან სხვა პატიმრები “კარანტინში”, თუ სპეციალურად არ შეიყვანეს? გარდა ამისა, იმ დაზიანებებს, რაც მას სხეულზე აღენიშნება, პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის დრო ვერ მიიღებდა. ასეც, რომ ყოფილიყო პატიმრებს ერთმანეთთან რაც არ უნდა ცუდი დამოკიდებულება ქონდეთ, სასიკვდილოდ არ იმეტებენ ერთმანეთს ან რა ურთიერთობა უნდა ქონოდათ და გაერკვია 2საათის მისულს, მით უფრო, მათთან ვერ აღმოჩნდებოდა,”- აცხადებს TSpress – თან საუბრისას გარდაცვლილის მამიდა.

მისი თქმით, პატიმარს ციხის ადმინისტრაცია გაუსწორდა, აწამა და შემოაკვდა. მამიდის თქმით, გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. მოტეხილი აქვს კისერი, ხერხემალი, ხელი, დაზიანებული აქვს ფრჩხილები, ყური, დაზიანებები აღენიშნება წვივებზეც, თავსა და თვალზე.

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის, ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე მოწმეები იკითხება. მისი თქმით, ვინ შეიძლება იყოს ბრალდებული გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის დღეს გაკეთებული განცხადებით, პატიმრის გარდაცვალება უბედური შემთხვევა არ ყოფილა. მისი თქმით, კონკრეტულად ვინ ჩაიდინა დანაშაული პატიმარმა თუ ციხის თანამშრომელმა, გამოძიება დაადგენს.

დღესვე ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განმარტა, რომ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს და მისი დასრულებსი შემდეგ გაკეთდება განცხადება. მისი ინფორმაციით, გამოძიებას ყავს ორი ეჭვმიტანილი, თუმცა პატიმარია თუ ციხის თანამშრომელი მას არ დაუკონკრეტებია.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა პატიმრის დაშავების შესახებ განცხადება ინციდენტიდან მეორე დღესვე გააკეთა. მან თავდაპირველ მიზეზად კიბეზე დაგორება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნა, რომ პატიმარებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა.

მოგვიანებით სუბარმა განსხვავებული განცხადებების გაკეთების მიზეზად სამინისტროდან ელექტრონულ ფოსტაზე არასწორი ინფორმაციის მიღება დაასახელა.

გარდაცვილის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზისა და საქმის ობიექტურად გამოძიებას სხვადასხვა უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვს.

შეგახსენებთ, რომ გეგუთის #14 დაწესებულებაში, 14 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმრებს შორის ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 23 მაისს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარადაიცვალა.

18 წლის ლევან კორტავა, ფოთის პოლიციამ 2007 წელს, შობის ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში, პოლიციელებთან შელაპარაკებისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავა, რისთვისაც სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2008 წელს, ხონის ციხეში პატიმრების გაქცევის ორგანიზატორობის გამო, ბრალი დაუმძიმდა. ოჯახის ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულს თანამშრომლობა და ბრალის აღიარება მოთხოვა. პატიმარმა ბრალი არ აღიარა, თუმცა მას 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმის ხელახალი გადახედვის მოთხოვნით ოჯახს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და პროკურატურისთვის ოფიციალურად ქონდა მიმართული.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენის აპარატი – გარდაცვლილი პატიმრის დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვერ ვუზრუნველვყოფთ

სოზარ სუბარი განსხვავებული განცხადებების გავრცელების მიზეზს განმარტავს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სოზარ სუბარი- პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

კომენტარები