მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარ ლევან კორტავას საქმეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული თავდაპირველი ვერსია, რომლის მიხედვითაც პატიმარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა გამორიცხულია.

კბილაშვილის თქმით, პატიმრის გარადცვალების საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს.

მისი თქმით, გამოძიება დაადგენს ვინ ჩაიდინა დანაშაული პატიმრებმა თუ ციხის თანამშრომლებმა.

გეგუთის ციხეში 14 მაისს, ოფიციალური ვერსიით, პატიმრებს შორის ჩხუბის დროს ნაცემი 24 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 23 მაისს ქუთაისის დიაგნოსტიკურ ცენტრში გარადაიცვალა.

სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა პატიმრის დაშავების შესახებ განცხადება ინციდეტიდან მეორე დღესვე გააკეთა. მან თავდაპირველ მიზეზად კიბეზე დაგორება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით, აღნიშნა, რომ პატიმარებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს დაშავდა.

მოგვიანებით სუბარმა განსხვავებული განცხადებების გაკეთების მიზეზად სამინისტროდან ელექტრონულ ფოსტაზე არასწორი ინფორმაციის მიღება დაასახელა.

გარდაცვილის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზისა და საქმის ობიექტურად გამოძიებას სხვადასხვა უწყებებს, სახალხო დამცველის აპარატსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვს.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენის აპარატი – გარდაცვლილი პატიმრის დამოუკიდებელ ექსპერტიზას ვერ ვუზრუნველვყოფთ

სოზარ სუბარი განსხვავებული განცხადებების გავრცელების მიზეზს განმარტავს

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი – დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებამდე მიცვალებულს არ დავკრძლავთ [Video]

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს

საია პატიმრის გარდაცვალების ფაქტის დროულად გამოძიებას მთავარ პროკურატურას თხოვს

ომბუდსმენი პატიმრის გარდაცვალების საქმის გარემოებებს სწავლობს

გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

ნაცემი პატიმრის ოჯახი ინციდენტის შესახებ სიმართლის დადგენას ითხოვს

სასჯელაღსრულების სამინისტრო – პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

სოზარ სუბარი- პატიმრის გარდაცვალების შემდეგ ციხის დირექტორს უფლებამოსილება შეუჩერდა

კომენტარები