“გამარჯობა, ქალბატონო ხათუნა! სამი დღის წინ მობილურზეც და ფეისბუკის პირად ფოსტაშიც მოგწერეთ, მაგრამ თქვენგან არათუ პასუხი, სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ისმის.

2013 წლის 27 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორ ვალერი იოსავასთან იყო მისული კონკრეტული პიროვნება (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ, მაგრამ უკვე მოგახსენეთ), რომელმაც დაასახელა მამაჩემის – გურამ შარაძის მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთის, აგრეთვე, ორი შემსრულებელი მკვლელის გვარები და იოსავასგან მოითხოვა ოფიციალური დაკითხვა.

ეს ამბავი დაწვრილებით პირადად ჩემგან შეიტყვეს ლაშა ნაცვლიშვილმა და მაია მწარიაშვილმა, თეა წულუკიანს მეგობარმა უთხრა, ხოლო ქალბატონმა თეამ, თავის მხრივ, არჩილ კბილაშვილს აცნობა.

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მხრიდან დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული პიროვნება არ დაუკითხავს ვალერი იოსავას, რომელიც ეჭვმიტანილია ნაციონალებთან ფარულ გარიგებებში.

მაინტერესებს, მთავარი პროკურატურის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ საჭიროა, ოფიციალურად მოგმართავთ.

პატივისცემით, რუსუდან შარაძე,” – ნათქვამია რუსუდან შარაძის მიმართვაში.

კომენტარები