თალიბანის სახელით გუშინ გავრცელებული ვიდეო “ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ” საქართველოდან YouTube–ზე Hammad Zaman–ის სახელით 5 ივნისაა ატვირთული.

ამის შესახებ „ფორუმ.ჯი–ს“ ერთ–ერთი მომხმარებელი წერს.

„კოდში შეგვიძლია თავისუფლად დავინახოთGE. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი დარეგისტრირებულია საქართველოში. ანუ იმდენად დებილია, რომ პროქსიც კი არ გამოიყენა. ასე რომ სასწრაფოდ უნდა გაეგზავნოს გუგლს მოთხოვნა, რომ გადასცენ მისი IP მისამართი და შემდეგ უკვე ინტერნეტ პროვაიდერებს გაუგავნონ მოთხოვნა და გაიგონ, ვინ სარგებლობდა ამ IP-ით 2 ივნისს (ანუ როცა დარეგისტრირდა).

მართალია, გუგლი ძირითადად უზრუნველყოფს მომხმარებლის ინფორმაციის უსაფრთხოებას. შეგიძლიათ ნახოთ, რამდენ მოთხოვნას უარყოფენ ყოველწლიურად, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს პიროვნება წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად სახელმწიფოსთვის და დარწმუნებული ვარ, გუგლი აუცილებლად გასცემს ინფორმაციას. უმარტივესია იმის გამოძიება, თუ ვინაა ეს ადამიანი,“ – წერენ „ფორუმ.ჯი–ზე“.

გარდა ამისა, გუშინ ქართველმა ჟურნალისტმა თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოში, მის მიერ 2010 წელს ავღანეთში გადაღებული კადრებიც ამოიცნო.

როგორც თემურ კიღურაძე აცხადებს, მან რეპორტაჟი ავღანეთში მდებარე ქართული ბაზიდანი ტელეკომპანია „პიკისთვის“ მოამზადა. კადრები ვიდეოში 1:30 წამიდან ჩნდება.

ჟურნალისტს ეჭვი არაფერში შეეპარებოდა, რომ არა ერთი დეტალი. კადრებს ტელეკომპანია „პიკის“ ლოგო არ ადევს, იგი არის შავი მასალა. „პიკის“ მთელი არქივი კი „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ინახება. თემურ კიღურაძე სვამს კითხვას, თუ ვინ მისცა წვდომა ვიდეორგოლის ავტორებს შავ მასალაზე?!

„გასაგებია, რომ ეს „ფეიკია” და არავითარ „თალიბანს” ამასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ თუ თალიბები არა, მაშინ ვინ? ყურადღებით ვნახოთ ერთი კადრი რგოლიდან. ახლა ვნახოთ ერთი კადრი ჩვენი ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეორგოლიდან. თითქოს ერთი და იგივე კადრია, ხომ? სხვაობა იმაშია, რომ „ჯიჰადისტების” რგოლში არ ჩანს ტელეარხ „პიკ”–ის ლოგოტიპი, – ტელეარხისა, რომელზეც მე იმ დროს ვმუშაობდი. ესე იგი, ვიღაცას „შავ” მასალასთან ჰქონდა წვდომა. წესით, „პიკის” მთელი არქივი საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება, – მეც კი არ მაქვს იგი. კითხვა: ვინ უზრუნველყო რგოლის ავტორების წვდომა ამ მასალასთან? მეორე კითხვა – რისთვის?” – წერს ჟურნალისტი.

ამ ფაქტის კომენტირებისას „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ აცხადებენ, რომ მათ არქივში ინახება „პიკის“ მხოლოდ საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა სხვა შავი მასალა და ორიგინალი ტელეკომპანია „პიკ–შია“.

ქართველი ჟურნალისტის მიერ გადაღებული კადრი:

ეს კი თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული კადრია.

თალიბანის მიერ გავრცელებული ვიდეო:

კომენტარები