ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის ბიუჯეტიდან 21 594 ლარი გამოიყო.

მათ შორის: სცენის მოწყობის სამუშაოებისთვის, განათებისა და გახმოვანების მომსახურებისთვის 17 950 ლარი გამოიყო, საზეიმო წვეულებისთვის 1350ლარი, ფლაერების დასამზადებლად 600 ლარი, ხოლო 26 მაისს მუნციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობისთვის 1694 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია TSpress–მა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო წესით გამოითხოვა. წერილს პასუხი 7 სამუშაო დღეში გაეცა.

გარდა ამ ინფორმაციისა, TSpress-ს გამოთხოვილი ჰქონდა 26 მაისს საღამოს გრანდიოზული ფეერვერკის ორგანიზებისთვის გაწეული ხარჯები, რომელზეც პასუხი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არ გაუცია.

კომენტარები