კომპანია “სილქნეტი” “თალიბანის ვიდეოების” გავრცელების საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც TSpress უცვლელად გთავაზობთ

10 ივნისს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ტექსტი სკანდალური „თალიბანის ვიდეოების“ გამავრცელებლის შესახებ. ტექსტში ნახსენებია კომპანია „სილქნეტი“, რომელმაც თითქოს აშშ საელჩოს გადასცა ვიდეოს გამავრცელებლის IP მისამართი.

აღნიშნული ცნობა სრული სიცრუეა. ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ კომპანია „სილქნეტის“, და ზოგადად ბიზნეს-კომპანიების ხსენებისგან ნებისმიერ კონტექსტში, სანამ ინფორმაციას არ გადაამოწმებენ თავად ამ კომპანიის პრეს სამსახურში.

კომენტარები