სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოთის პორტის 100–მდე თანამშრომელი, ქუთაისის პროკურატურისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები სისხლს უანგაროდ გაიღებენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ფოთის პორტის თანამშრომლები სისხლს ფოთის სამედიცინო ცენტრში გაიღებენ, ხოლო ქუთაისის პროკურატურის თანამშრომლები და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.

სისხლის დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციაში სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქსელში შემავალი სხვადასხა სამედიცინო ცენტრებიც ჩაერთვებიან.

„ფოთის სამედიცინო ცენტრში შემოსული სისხლი სამეგრელოს რეგიონის მასშტაბით ყველა პაციენტს საჭიროებისამებრ მოხმარდება,“ – აცხადებენ „ჩემი ოჯახის კლინიკაში“.

კომენტარები